გამოვლინდა კორონავირუსის 171 შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 171 შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები 14 298 ტესტის საფუძველზე გამოვლინდა, რომელთაგან  8547 კვლევა ანტიგენის და 5 751  PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.66 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.6%. ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 280 472-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 3 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში – 84 შემთხვევა
  • აჭარა – 21
  • იმერეთი – 22
  • ქვემო ქართლი – 15
  • შიდა ქართლი – 5
  • გურია – 4
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9
  • კახეთი – 6
  • მცხეთა-მთიანეთი – 4
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

 

“ნეტგაზეთი”