ორბელიანების სასახლეში კრისტიან დანიელსონისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელს, მედიატორ კრისტიან დანიელსონს ხვდება.

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. მანამდე კი, დანიელსონმა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა.

აღსანიშნავია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდება.

28 მარტს კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.

 

“იმედინიუსი”