როგორც ცნობილია, საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩინეთიდან ჩამოფრენილ მგზავრებს აეროპორტშივე ჩაუტარდეთ პირველადი პრევენციული გამოკვლევა, შესაძლო კორონავირუსის გამოსავლენად.
მაგრამ ეს პროცედურა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მგზავრები გაივლიან საპასპორტო კონტროლს. ექიმთა ბრიგადა მათ უკვე ამის შემდეგ ელის დარბაზში.
ნუთუ ქართველი მედიკოსები, მთავრობა, ჯანდაცვის სისტემა და ა. შ. ფიქრობენ, რომ ვირუსი საპასპორტო კონტროლს სცნობს და აეროპორტში ჩვენი მესაზღვრეების უკითხავად ვერ გავრცელდება?!
აუცილებელია მგზავრების შემოწმება თვითმფრინავის ბორტზე, როგორც ამას რუსეთში და სხვა ჭკუათმყოფელ ქვეყნებში აკეთებენ!
სურათებზე: ზემოთ – თბილისის აეროპორტის “პაკაზუხა” გასინჯვა. ქვემოთ – მოსკოვში რეალური გასინჯვა.