ტრამპი აბორტის წინააღმდეგ ახლა “იბრძვის”, სტალინს კი ეს ბრძოლა მოგებული ჰქონდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, “სიცოცხლის მარშზე”, რომელიც აბორტის წინააღმდეგ იმართება, სიტყვით გამოვიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის პრეზიდენტი მსგავს აქციაზე სიტყვით გამოდის.

„სამწუხაროდ, მემარცხენეები აქტიურად მუშაობენ ღვთისგან დაცული უფლებების წასართმევად. რწმენაზე დაფუძნებული ქველმოქმედებების გასაუქმებლად, კრძალავენ რელიგიური მორწმუნეების მოედნებზე შეკრებას და აჩუმებენ ამერიკელებს, რომელთაც სწამთ ცხოვრების სიწმინდის. ისინი მე მაკრიტიკებენ, რადგან მე თქვენთვის ვიბრძვი და ვიბრძვი მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ“,-განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში აბორტის საწინააღმდეგო მარშები 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოვეწლიურად იმართება – უშედეგოდ. არაგულწრფელი ან თუნდაც გულწრფელი, ლაპარაკი ლაპარაკად რჩება. სამაგიეროდ, ჩვენმა დიდმა თანამემამულემ და წინაპარმა, იოსებ სტალინმა, უზარმაზარ ათეისტურ  საბჭოთა კავშირში უდიდესი ქრისტიანული ქმედება განახორციელა – აბორტი საერთოდ აკრძალა და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, დაამარცხა სახელმწიფო დონეზე!

ეს ასე იყო, 1936 წელს მიღებული კანონის თანახმად, სანამ სტალინი თავად წავიდოდა იმქვეყნად. მისმა უღირსმა მემკვიდრეებმა აბორტის პრაქტიკა მალევე აღადგინეს. დღესდღეობით, რუსეთის ფედერაციასა და პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილში, არასამედიცინო მოტივით აბორტები ლეგალიზებულია. შესაბამისი სავალალო დემოგრაფიული სურათიც მივიღეთ.