ბიძინამ კიდევ ერთხელ თქვა: ებრაელი ხალხი ძალიან მიყვარსო. ისრაელის ელჩის პასუხი…

ისრაელს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს – რან გიდორი. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რან გიდორს შეხვდა.

ივანიშვილმა, ქართველი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი ჭარბი ლიქნით მოიხსენია ებრაელი ხალხი და უცხო ქვეყნის ხალხის მიმართ თავისი სიყვარული გამოხატა: “„ისტორიულად იცით ჩვენი დამოკიდებულება და ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ სახელმწიფოსა და ერისადმი. საოცრად მიყვარს ებრაელი ხალხი”.

ისრაელის ელჩისთვის კი მთავარი ისრაელისადმი და ებრაული თემისადმი ივანიშვილის კარგი განწყობაა:

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ვარ დღეს ბატონი ბიძინას და მისი მეუღლის სტუმარი. თბილისში 3 კვირის წინ ჩამოვედი ისრაელის ახალი ელჩის სტატუსით. ძალიან მინდოდა, პირადად მომეხსენებინა მადლობა თქვენთვის, როგორც ისრაელის დიდი მეგობრისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თქვენ სტუმრობდით ისრაელს. იმედი მაქვს, რომ კიდევ გვესტუმრებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ხართ საქართველოში ებრაული სათვისტომოს დიდი მეგობარი და მხარს უჭერთ მის საქმიანობას, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ როგორც ისრაელში, ისე საქართველოში. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, თქვენს ოჯახს და ქართველ ხალხს მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ წარმატება, კეთილდღეობა, ბედნიერება და სიხარული“ – განაცხადა ისრაელის ელჩმა.