„სატანისტური ბოტასები“: Nike მწარმოებელ კომპანიას უჩივის

 კომპანია Nike სასამართლოში უჩივის კომპანია MSCHF–ს, რომელმაც რეპერ Lil Nas X–თან თანამშრომლობით გასაყიდად გამოიტანა 666 წყვილი „სატანისტური“ სპორტული ფეხსაცმელი ადამიანის სისხლის წვეთით, იუწყება ტელეკომპანია NBC News–ი.

​აღინიშნება, რომ „სატანისტური ბოტასები“ Nike–ს სპორტული ფეხსაცმელების ბაზაზეა დამზადებული, რის საფუძველზეც კომპანია MSCHF–ს სავაჭრო ნიშანზე უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

საქმე ისაა, რომ ბოტასები სახელწოდებით Satan Shoes — ეს Nike Air Max 97–ის მოდიფიცირებული ვერსიაა, ანუ ორიგინალურ ვერსიას დამატებული აქვს საკიდი–პენტაგრამა, ხოლო ფეხსაცმლის ლანჩაში მოთავსებული ჰაერის ბუშტი ადამიანის სისხლის წვეთს შეიცავს. გარდა ამისა, ფეხსაცმელზე დატანილია წარწერა Luke 10:18 —  მინიშნება ლუკას სახარების მეათე თავის მე–18 მუხლზე, სადაც ციდან სატანის ვარდნაზეა საუბარი.

​ტელეარხის ცნობით, MSCHF–ში დაადასტურეს, რომ ფეხსაცმელში ჰაერის ბუშტი ნამდვილად შეიცავს სისხლის თითო წვეთს, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს აუღეს.

​გავრცელებული ინფორმაციით, „სატანისტური ბოტასების“ 666 წყვილი მაღაზიაში შეტანისთანავე გაიყიდა. თითოეულის ფასი 1018 დოლარი იყო.

როგორც Nike–ს სარჩელშია ნათქვამი, „სატანისტური ბოტასების“ გაყიდვაში გამოსვლას უკვე მოჰყვა მოწოდებები Nike–ს ბოიკოტირებისაკენ, ვინაიდან საზოგადოებაში წარმოშვა მცდარი აზრით, თითქოს „ნაიკს“ რაიმე კავშირი აქვს მსგავსი ფეხსაცმლის შექმნასთან და გაყიდვასთან.

​რაც შეეხება რეპერ Lil Nas X–ს, მან „სატანისტური ბოტასების“ შესახებ ერთგვარი კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში. მან Twitter–ზე გამოაქვეყნა მონაკვეთი ანიმაციური სერიალიდან „სპონჯბობი“, სადაც ერთ–ერთი პერსონაჟი ამბობს: „უბრალოდ ვიხუმრე… ხომ იცით, რომ უბრალოდ ვიხუმრე“.

“სპუტნიკი”