აშშ-ში ზრდასრულთა 90%-სთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი 19 აპრილამდე იქნება,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
როგორც ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 3 კვირაში მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის ცენტრები საცხოვრებელი ადგილებიდან ხუთი მილის რადიუსში მოეწყობა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, 65 წელს ზემოთ მყოფი ამერიკელების 75%-მა ვაქცინის პირველი დოზა მისი გაპრეზიდენტებიდან მეათე კვირის თავზე მიიღო.
„ჩვენ ვირუსთან ბრძოლაში ვართ ჩართულები, ვცდილობთ გავაძლიეროთ დაცვა, თუმცა გამარჯვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ“,- განახადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით 31,033,801 ადამიანი დაინფიცირდა.
წყარო: newposts.ge