ალუდა ღუდუშაური – მელიას პრაქტიკულად თავის საკნის კარის გასაღები ჯიბეში აქვს

აქ მარტივად არის საქმე ბატონ მელიასთან დაკავშირებით, მას პრაქტიკულად აქვს თავის საკნის კარის გასაღები ჯიბეში. გადაიხდის გირაოს – დატოვებს საპატიმროს,-ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„არ ვიცი ახლა, უცხოპლანეტელები რომ მოვიდნენ და გადაუხადონ გირაო? – ამ შემთხვევაში როგორ დადგება საკითხი, დაუსრულებლად შეიძლება ამდაგვარი სპეკულაციები. არ ვიცი ბესიკ ბოგველი ვინ არის და ვის რას უხდიან. აქ მარტივად არის საქმე ბატონ მელიასთან დაკავშირებით, მას პრაქტიკულად აქვს თავის საკნის კარის გასაღები ჯიბეში. გადაიხდის გირაოს – დატოვებს საპატიმროს. აქ არის მარტივი გამოსავალი. სხვა ყველანაირი სპეკულაცია, რომ უცხოპლანეტელები, იქს და იგრეკ პიროვნებები უხდიან, არის არასერიოზული,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

გუშინ, 29 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდას ერთ-ერთი ორგანიზაცია აპირბედა.

მოგვიანებით, სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძემ „პრაიმტაიმთან“ მისი თანაპარტიელის, ბესიკ ბოგველის შესახებ თქვა, რომ მას „ნაცმოძრაობის“ მხილება სურდა, რაც გამოუვიდა.

წყარო: itv.ge