ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უდიერად მოიხსენია. კიმ იო ჩჟონმა მუნ ჯე ინს „ცინიკოსი ამერიკელი თუთიყუში“ უწოდა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ფხენიანი ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოცდისთვის მწვავედ გააკრიტიკა.
„ბალისტიკური რაკეტები ფხენიანმაც გამოსცადა და სეულმაც, თუმცა სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ მათი ექსპერიმენტები მშვიდობას ემსახურება, ჩვენი კი – დესტაბილიზაციას. ეს ანგლობის უმაღლესი დონეა, რომლითაც ფხენიანი ვაშინგტონს არაფრით ჩამოუვარდება“ – აღნიშნა კიმ ჩენ ინის დამ.
ჩრდილოეთ კორეამ 2 ბალისტიკური რაკეტა 25 მარტს გამოსცადა
წყარო: newposts.ge