ქართველი მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლისა გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.
ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით დღეს დილით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის 19 მარტს გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.