ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას: შენ კიდევ დიდხანს შემორჩი ამ გაუთვითცნობიერებელ და სქესარეულ საზოგადოებას…- გრიგოლ ონიანი

ბუნებას ბულბული მოაკლდა, ოჯახს საამაყო მამა და ღირსეული ქართველი, სამეგობროს მეგობრობის ღმერთი …

ნუთუ ღმერთებიც კვდებიან? მე ეგ არ მჯერა.
ანზორ! შენ იმ ლეგენდარული ფასკუნჯის ერთი ფრთა იყავი, რომლითაც ჩვენი ათასწლებგამოვლილი ქართული კულტურა ჩვენს საზღვრებს გარეთ მიფრინავდა და იმ ფრთას განსაკუთრებით იქნევდა.
შენ კიდევ დიდხანს შემორჩი ამ გაუთვითცნობიერებელ და სქესარეულ საზოგადოებას.
შენ წმინდანი იყავ და ცაში უნდა გეცხოვრა.
წადი. წადი მშვიდად შენს საყვარელ, უამრავ და განუმეორებელ მეგობრებთან.
დაგტირით ნუგზარ ფოფხაძე, გრიგოლ ონიანი.

სოციალური ქსელი