„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგი უგულავა ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენების წერილების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:
„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მუღამში შევიდა და ამ ჩხუბების მერე გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს. ამის პირდაპირი შედეგია ელჩი ბაქრაძის განცხადება, რომ ტონი არ მოეწონათ კონგრესმენების, ისევე როგორც ბატონი გახარია ამბობს, რომ „მეგობრები წერილებით არ საუბრობენ“. საერთოდ რა სიბრტყეში არსებობს ეს ხალხი, რომელი პოლიტიკური ტრადიციის მატარებელია, საერთოდ რა ქვეყანაში არსებობენ, ახლა უკვე საქართველოს მთავრობა თავისი საელჩოთი ოფიციალურად შევიდა ძველბიჭურ დაპირისპირებაში ამერიკის კონგრესთან და სენატთან, როცა იქ რაღაცა ტონებზე ლაპარაკობენ, იმის მაგივრად რომ ვისაუბროთ იმ შინაარსზე, რა შინაარსმაც გამოიწვია ასეთი მკაცრი და კატეგორიული ტონი.
საერთოდ განზომილებასაც ვერ ხვდება, ვერ ხვდება რამხელა პრობლემაში შეყო თავი. გარდა პროპორციულზე გადაგდებისა, ერთ-ერთი ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი ის უმსგავსობაა, რაც „ფეისბუკმა“ აღმოაჩინა. უკვე რეალურად ღიად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ღიად შედის ამერიკასთან დაპირისპირებაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს აძლიერებს და აწყობს. თან თუ გავითვალისწინებთ „ფეისბუკის“ აღმოჩენას, რომ ივანიშვილი ერთი ხელით სადღეგრძელოებს ეუბნება დასავლეთს და მეორე ხელით ძირგამომთხრელ საქმიანობასა და ანტიამერიკულ პროპაგანდას აფინანსებს, ყველაფერი თავის ადგილას დგება“ – ასკვნის უგულავა.
წყარო: “ალია”