ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით – ნინო წილოსანი.
“ძალიან არასერიოზულია მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო განცხადებები, მე არ მაქვს ინფორმაცია, დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში” – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.
“მთავარია ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა გვქონდეს, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით.
სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი, რამდენად ჰქონდათ მათ საშვები, საერთოდ ჰქონდათ თუ არა, დროის რა მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ, ძალიან არასერიოზულია მხოლოდ ვიდეო კადრებით აკეთო განცხადებები, მე არ მაქვს ინფორმაცია დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში, აქედან გამომდინარე, ამაზე დეტალურ ინფორმაცოას აღმასრულებელი ხელისუფლება მოგცემთ და ალბათ, იქნება დასაბუთება” – აცხადებს წილოსანი
წყარო: newposts.ge