ავღანეთის ღაზნის პროვინციაში ამერიკული სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. Bombardier E-11A-ის ტიპის თვითმფრინავი რადიო-ელექტრონული დაზვერვის ფუნქციებს ასრულებდა. კატასტროფის მომენტში მის ბორტზე 83 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ამერიკელი ოფიცრები და ჯარისკაცები. ჩამოგდებული თვითმფრინავის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა ქსელში უკვე გავრცელდა.
როგორც ერაყის შემთხვევაში, ისე ავღანეთშიც, პენტაგონს უჭირს იმის აღიარება, რომ მწარე მარცხი განიცადა და ცოცხალ ძალაში დანაკარგები ჰყავს, მაგრამ რეალობა ამერიკისთვის მწარეა. თავის დროზე ამერიკის სპეცსამსახურების მიერვე “გამოზრდილმა” ტერორისტულმა ორგანიზაცია “ტალიბანმა” უკვე აიღო პასუხისმგებლომა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. ამერიკული თვითმფრინავი სწორედ მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.