აი, ეს კაცი არის დღეს ყველაზე მაგარი ხელისუფალი, იმიტომ, რომ… – ზვიად ტომარაძე

“აი ეს კაცი არის დღეს ყველაზე მაგარი ხელისუფალი!
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სანქციები დაუწესა იმ სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული.

როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, სპეციალური ზომების ამოქმედების შესახებ დოკუმენტი მიღებულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეროვნული ინტერესების დასაცავად. სანქციები გარკვეული კატეგორიის პროდუქციის იმპორტს, მომსახურების გაწევას კრძალავს.
~ვინმემ თუ არ იცის ვეტყვი, რომ ბელარუსის შემოსავალი ექსპორტიდან 43 მილიარდი დოლარია, ბალარუსში ფაბრიკა ქარხნები გუგუნებს და უმუშევრობა ფაქტობრივად არ არის, სახელმწიფო ვალი კი ბელარუსს არ აქვს… ნუ იმაზე ბოდიში რომ ჩვენსავით ბელარუსი “დემოკრატიას” არ აშენებს და იქ “თავისუფლება” არ არის “

– წერს ზვიად ტომარაძე; სოციალური ქსელი