სამხრეთ ოსეთი ვლადიმირ პოზნერს ე.წ. რესპუბლიკაში იწვევს

სამხრეთ ოსეთი ტელეწამყვან ვლადიმიტ პოზნერს ე.წ. რესპუბლიკაში იწვევს. ამის სახებ  ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტის“ პრესსპიკერმა დინა გასიევამ  განაცხადა.

„არ გვსურს, რომ თბილისში მომხდარმა სკანდალმა უარყოფითად იმოქმედოს სტუმართმოყვარე კავკასიის იმიჯზე. სამხრეთ ოსეთი სიამოვნებით იწვევს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს დღესასწაულის აღსანიშნავად ან უბრალოდ დროის გასატარებლად რესპუბლიკაში.

მსოფლიოში რეკლამირებულმა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ უკვე დიდი ხანია აჩვენა თავისი ნამდვილი სახე – საქართველოში ტურისტებს პირველად არ დამუქრებიათ საფრთხე და პირველ რიგში, ეს ეხება რუსეთიდან ჩამოსულებს,“- აღნიშნა გასიევამ.