2017 წელს, პოზნერის გადაცემაში ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყნების ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსვლა

ლევან ნიკოლეიშვილი: 2017 წელს, პოზნერის გადაცემაში ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყნების ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსვლა.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნინო ბურჯანაძესთან ვლადიმერ პოზნერის 2017 წლის ნოემბრის ინტერვიუს იხსენებს, სადაც ბურჯანაძე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგების აუცილებლობაზე სუბრობს.

https://youtu.be/Ai52foer2cA

“2017 წლის ნოემბერში, პოზნერის გადაცემის სტუმარი ნინო ბურჯანაძე იყო, რომლის ფარგლებშიც ბურჯანაძემ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დალაგების აუცილებლობაზე ისაუბრა. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარება შეცდომა იყო, თუმცა მიუხედავად ამისა აუცილებელია ქვეყნების ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსვლა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დიალოგის წარმოება” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

წყარო: for.ge