თემურ უგულავას „სტუმარ“ პოზნერს თავს დაესხნენ მისივე დაფინანსებული „სირცხვილიას“ წარმომადგენლები?! – ნანა მასხულია

მეგობრებო, თუ გვინდა გავიგოთ, რა მოხდა წუხელ, უნდა ვიცოდეთ, ვინ არის პოზნერი, ვინ არის „რუმსის“ მფლობელი, სადაც იგი სტუმრად ბრძანდებოდა ჩამოსული, ვინ აფინანსებს წუხანდელი პროტესტანტების უმრავლესობას, კერძოდ ორგანიზაცია „სირცხვილიას“, ვინ იყვნენ გუშინდელ თავმდამსხმელთა რიგებში და მერე ჩვენ-ჩვენი დასკვნები გავაკეთოთ.

ჩვენი ხელისუფლების შეცდომებიც გამოიკვეთება. ვინ არის ვლადიმერ პოზნერი? რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი, ებრაელი მამის და ფრანგი დედის შვილი, ამერიკის მოქალაქე, კათოლიკურად მონათლული, მაგრამ აღიარებული ღვთისმგმობელი, რუსეთის ულტრალიბერალური ფრთის წარმომადგენელი, პუტინთან უთანხმოებაში მყოფი პირი, რომლის ანტიპუტინისტურ მსოფლმხედველობას მთლიანად ეთანხმებიან ქართველი ლიბერტარიანელები, რომლებიც საქართველოს ყველა პარტიაში მრავლად არიან წარმოდგენილნი.

თუ ზოგიერთ რუსულ ინტერნეტ რესურსს დავუჯერებთ, იგი ამერიკის რეზიდენტია, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ორმაგ აგენტადაც მიიჩნევს. პოზნერი საქართველოში 2008 წელს, ომიდან მგონი ერთი კვირის თავზე იმყოფებოდა, მაშინ იგი ვანო მერაბიშვილის სტუმარი გახლდათ ( დამიჯერეთ, ნიშნის მოგებით არ ვამბობ). მერეც იყო ჩამოსული, ორჯერ თუ სამჯერ.
ვინ არის „რუმსის“ ერთ-ერთი ( სიტყვა ერთ-ერთი გამომრჩენია და ჩავამატე) მეპატრონე? ვინ და თემურ უგულავა, ენმ-ს და კერძოდ მისი ახალგაზრდული მოძრაობის „სირცხვილიას“ დამფინანსებელი.
რა მოხდა წუხელ? თემურ უგულავას „სტუმარ“ პოზნერს თავს დაესხნენ მისივე დაფინანსებული „სირცხვილიას“ წარმომადგენლები (თუმცა არა მარტო ისინი).
ვინ „გააღიზიანა“ ყველაზე მეტად პოზნერის სტუმრობამ? __ელენე ხოშტარია, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კურსდამთავრებული, კერძოდ ბოლო დრიოს „გმირის“, _-გავრილოვის ყოფილი სტუდენტი. …ნინო ბურჯანაძე, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ თავისი მართლაც საუკეთესო რუსულით ინტერვიუ მისცა პოზნერს, ძალიან კეთილი განწყობით და სიკეკლუცით. ( ამ დროს წუხელ მისი ანზორიკო კვერცხების მსროლელთა შორის ვიხილეთ).
აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ ვიტყვი, პრობლემა პოზნერის სტუმრობა კი არ არის (ბოლობოლო იტყვის, ამერიკის მოქალაქე ვარ და სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანაში ჩავედიო), არამედ იმაშია, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს კომენდანტის საათის და დაწესებული შეზღუდვების ყველასგან დაცვას.

შეზღუდვების დაცვა რომ ყველას ერთნაირად მოეთხოვებოდეს, მაშინ ვერც პოზნერი მოისურვებდა აქ ღამისთევით ღრეობას, ვერც უგულავა გაბედავდა 50 კაციანი სუფრის გაშლას, თანაც კომენდანტის საათის დროს და ვერც „სირცხვილია“ იხეტიალებდა ყოველღამე ქუჩებში.

მოკლედ, ეს შეზღუდვები უნდა მოიხსნას, ან ვერავინ გაბედოს მისი დარღვევა.
ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ უნდა ვთქვა: გუშინდელ ინციდენტს პოსტი მიუძღვნა ნიკოლოზ რაჭველმა და გაიხსენა, რომ იგივე მოხდა ალტისტ იური ბაშმეტის კონცერტზე. ნიკამ__ ერთის მხრივ ბაშმეტის წყნარად მოსმენა მინდოდა, მეორეს მხრივ გარეთ მყოფი პროტესტანტების სულისკვეთებას ვიზიარებდიო. იური ბაშმეტი მართლაც საუკეთესო მუსიკოსია, პარალელურად პუტინის მრჩეველია კულტურის საკითხებში. ჰოდა, აი რას ვკითხავდი ნიკას: ჩვენი ნინო ქათამაძე რომ პუტინის პირად მრჩეველთან ერთობლივ პროექტში მონაწილეობდა და რუსეთში მასთან ერთად კონცერტებს მართავდა, ვინმემ ამისთვის გაკიცხა ან უსაყვედურა?__ რა თქმა უნდა არა, ეს ამბავი არც გახმაურებულა. მაგრამ ქათამაძის ადგილზე მაგალითად გიორგი ცაგარელი რომ ყოფილიყო, ხომ ჩადებდნენ მიწაში? თუ რატომ, იმედია თვითონ მიხვდებით. ასეთი მაგალითი ბევრია. რაც ეპატიება ზოგს, დანაშაულია სხვებისთვის. სულ ვამბობ, ორმაგი სტანდარტი გვაპირისპირებს და გვღუპავს.
მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩვენ ჩვენი თვალითაც კი არ ვცდილობთ აღვიქვათ და შევაფასოთ მოვლენები, არამედ ყველა თავისი ფავორიტი პარტიის ლოგიკას ენდობა. იმიტომაცაა დავჩლუნგდით, დავშტერდით, გამოვდეგენერატდით და საერთოდ ვერ ვხედავთ რეალობას.
დაბოლოს, არის რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, წესები, რაზეც მიუხედავად ჩვენი მსოფლმხედველობრივი განსხვავებებისა უნდა შევთანხმდეთ და მკაცრად დავიცვათ. წესი წესი უნდა იყოს ყველასთვის.

ნანა მასხულია; სოციალური ქსელი