ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, დამატებით დეტალებზე, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებენ.
82 წლის გურამ დოჩანაშვილი არაერთი მნიშვნელოვანი რომანისა და მოთხრობის ავტორია. დოჩანაშვილს 2010 წელს გადაეცა პრემია “საბა” “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”, ასევე, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის “ბრმადყოფილზე”.
თბილისის მერიამ გურამ დოჩანაშვილი 2020 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დაასახელა.
“ნეტგაზეთი”