ამ ბრძოლას ბოლომდე აუცილებლად მივიყვან – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, როგორც ვიბრძოდი დღემდე. ამ ბრძოლას ბოლომდე აუცილებლად მივიყვან და დავსჯი ყველა იმ ადამიანს. ჩემი ბრძოლის გეგმა დღეს ის არის, რომ ყველა იმ ადამიანთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა და მივიყვანო ეს საქმე ბოლომდე, ვაღიარებინო დღევანდელ სისხლიან ხელისუფლებას დანაშაული”,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

უწყების განმარტებით, „სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია”. განაცხადეს პროკურატურაში.