დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა?! – ჩინეთიდან დაბრუნებულმა 22 წლის გოგონამ ვირუსის ნიშნებით კლინიკას მიმართა

საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგომ სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის ნიშნებით მიმართა. ფაქტი კახეთის ბაკურციხეში დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ტემპერატურა აღენიშნება. ამ დრომდე უცნობია, შე3ამოწმეს თუ არა მოქალაქე აეროპორტში კორონავირუსზე.

ბაკურციხის უბნის ექიმი, აცხადებს, რომ ქალს აქვს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია.
ექიმის თქმით, ახალგაზრდა ქალს გუშინ დაუნიშნეს.
“მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვეულებრივ, მწვავე რესპერატორული ვირუსული ინფექცია. მართალია, რომ ჩინეთიდან ჩამოვიდა. მას აქვს ტემპეარტურა მაგრამ არა ცხელება. 37,5 მხოლოდ და მეტი არა”- აცხადებს ექიმი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის წარმომადგენლობაში ადასტურებენ, რომ ჩინეთიდან ჩამოსულმა გოგო სამედიცინო დაწესებულებას ნამდვილად მიმართა.

„ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ვირუსის ნიშნები, თუმცა ჯერჯერობით, არ ვიცით, რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე. მას აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ყველაფერს დავადგენთ. დანიშნული აქვს მკურნალობა და ვაკვირდებით. ის არ იმყოფებოდა უხანის პროვინციაში, სხვა რეგიონიდან ჩამოვიდა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

წყარო: “News posts”