ლობისტი-კონგრესმენი ივანიშვილს ლანძღავს და აშშ-ის კონგრესს საქართველოში გადატრიალებისკენ მოუწოდებს

საქართველოში აფერისტობით ცნობილი ამერიკული ფირმა “ფრონტერას” ლობისთაგან ერთ-ერთმა, ტექსასელმა პიტ ოლსონმა, აშშ-ის კონგრესში კოლეგებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში “საპროტესტო მოძრაობას” და დაასრულონ “პუტინის მარიონეტი” ივანიშვილის “კორუმპირებული ხელისუფლება” და “რუსული გავლენა”.

“რესპუბლიკელი” ოლსონის გამოსვლის ვიდეოს იგი თავად ავრცელებს “ტვიტერზე”.

“ვლადიმირ პუტინი ბედნიერია, რომ გააკონტროლებს საქართველოს ნავთობს. გამოღვიძების დროა, ქართველ ხალხს სჭირდება ჩვენი დახმარება, შემომიერთდით და ხმა ავიმაღლოთ საქართველოში თავისუფლებისთვის!” – განაცხადა ოლსონმა კონგრესში გამოსვლისას.