ის ერთადერთი კაცი კი, ვისაც ამის შეჩერება შეუძლია დუმს. კითხვაზე თუ რატომ – სამაგალითო მეოჯახე და მეცენატი, ცნობილი თავისი ჰუმანისტური და ტრადიციონალისტური მიდგომებით, მეტიც, ინსაიდერული ინფორმაციების კონსერვატორთა მხარდამჭერი ულტრალიბერალთა წინააღმდეგ, მთელი სიცხადით არ აცხადებს თუ ვისთანაა ის ბოლო-ბოლო, არის მხოლოდ ერთი პასუხი: რადგანაც მასმედიის 90 % ნეოლიბერალების ხელშია, ხოლო ტრამპის ფენომენი კი ივანიშვილის თვალსაზრისით არამყარია და 20-ის არჩევნები შტატებში შეიძლება ტრამპის დამარცხებით დასრულდეს, შესაბამისად მემარცხენე ლიბერალიზმის რეინკარნაციით, ის თავს იკავებს.
სხვა ახსნა მე არ გამაჩნია – რაც არასწორი გათვლაა! მთელი იმ პატივისცემის მიუხედავად, რომელიც მაქვს მის მიმართ, თუნდაც სააკაკაშვილის მოშორების გამო, მე როგორც საქართველოს მოქალაქემ, უნდა ვთქვა და ერთად ვუთხრათ კიდეც „აჭარის“ მეშვეობით, რომ სწორედ საქართველოდან რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებული აღმოჩნდა ნეოლიბერალური სწავლებისგან უნდა დაიწყოს ცვლილებები დროულად! ამისთვის, სულ ცოტაღაა საჭირო, საგარეო მოღვაწეობის საშინაოსთან და საკუთარ პრიორიტეტებთან სიქრონიზირება უნდა მოახდინოს ბატომნა ბიძინამ და მისმა უახლესმა წრემ.
ეპოქალური ცვლილებების იმპულსი დაიჭიროს და იმოქმედოს თავისი შეხედულებებისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად. კერძოდ, მხარი დაუჭიროს ტრადიციულ ოჯახურ და გენდერულ ფასეულობებს, შექმნას სოროსის მედიისა და არასამთავრობო სექტორის ალტერნატიული საშუალებები.
აუცილებლად, NDI და IRI საპირწონე სოციოლოგიური სამსახურები უნდა შეიქმნას და ამით მოუსპოს მათ საშუალება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისა.
შეცვალოს ქვეყნის დოქტრინა და „მიშისტების“ რიდის გარეშე ელაპარაკოს რუსეთს „ბეზ დერაკოვ“, გამოუცხადოს რა პრინციპული ბრძოლა კორუფციას, პარალელურად გაწმინდოს საკუთარი პარტია ფარული „მიშისტებისგან“ და ძველი კორუფციონერებისგან. ააშენოს ფაბრიკები კონცერტების ნაცვლად, ააღორძინოს კულტურა პოპსავიკების მოზვავების ნაცვლად უწყებებში, მიხედოს სოფლის მეურნეობას კაზინოების მშენებლობის მაგიერ, ძალოვანთა სულისკვეთება აამაღლოს და რა თქმა უნდა გადააფასოს საქართველოს უახლესი ისტორია, რათა დაისაჯონ ისინი ვინც დამნაშავეა ძმათამკვლელი ომების გაჩაღებაში და ა. შ.
მოკლედ, იყოს მაქსიმალურად გულახდილი და თავდადებული ერისათვის ამ საბედისწერო ისტორიის მონაკვეთზე და ამისათვის ახალი სახეებიც და მოკავშირეებია საჭირო – ძველის ანტიპოდები. სწორედ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი!
დავით ჩხარტიშვილი