მწერალი, გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
Ровно два года тому назад скончался большой советский кинорежиссер и мой дорогой родственник Георгий (Гия) Данелия. Земля пухом. Человек, для которого – помимо всего прочего – дружба между грузинами и русскими никогда не была фикцией. Настоящая личность.
ორი წელი გავიდა, რაც გია აღარ არის. ნუ იტყუებს ზოგ-ზოგი თავს. ჩემს ახლო ნათესავს გია დანელიას ძალიან კარგად ვიცნობდი და მასში არასოდეს ნატამალიც კი არ შემიმჩნევია იმ “ემოციური” ნაციონალიზმისა, რომელიც ასე არ უხდება ქართველებს და ასე ამძიმებს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას.
გია ძალიან წუხდა იმაზე, რომ ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და რაც კი შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა რათა ეს უბედურება როგორმე დაძლეულიყო და დამთავრებულიყო. სამწუხაროდ, ეს აღემატებოდა მის ძალებს. დაგვაკლდა ნათელი ადამიანი, წავიდა დიდი და ნამდვილი ხელოვანი.
გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი