“მე არ მეგონა, რომ საქართველოს მთავრობა გაბედავდა და დაიცავდა პოზნერს ქართველი ხალხისგან. ამას არ ველოდი ამ მთავრობისგანაც კი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ხო არ არსებობს, არსებობს ერთი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუპორები” – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში პოზნერის ვიზიტისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას ისაუბრა.
“კარგად ვერ გავიგე მამუკა მდინარაძის ლოგიკა, ბატონ მამუკას მგონი ცოტა თავში პრობლემები აქვს ლოგიკასთან, თუ რუსეთის ხალხი დახვდა, ამ რუსეთის საყვარელ ჟურნალისტს როგორ აგინეს? ასეთი გაუგრებობა როგორ მოხდა კრემლის კაბინეტებს შორის? ეს სახლში თვითონ უნდა გაარკვიოს. რუსეთის ანგენტი ვინცაა, სახეზე აწერია.
მადლობა ღმერთს, რომ რუსეთს ასეთი უტვინო აგენტურა ჰყავს
ანტირუსული სანქციების ფარგლებში, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთი ბანკთაშორის ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემა SWIFT-იდან გათიშონ.
რუსეთში შეიძლება საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემა SWIFT–ის ანალოგი შეიქმნას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ პანკინმა РИА Новости–სთან ინტერვიუში.
„ვიღებთ რა მხედველობაში ციფრული ვალუტებისა და ბლოკჩეინის სწრაფ განვითარებას, აშკარაა, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბაზა სრულიად ახალ ტექნოლოგიურ საფუძველზე უნდა აიგოს“, — აღნიშნა მან.
მინისტრის მოადგილის თქმით, SWIFT-სისტემების რუსული ალტერნატივა იქნება უფრო მოწინავე, თუმცა ამ სფეროში მონოპოლიაზე პრეტენზიას არ განაცხადებს.
ამასთან პანკინმა განმარტა, რომ რუსეთის მხრიდან ეს იქნება „არა მარტო რეაქცია შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე“, არამედ გადახდების მეთოდების მოდერნიზაცია ციფრულ სფეროში თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით.
SWIFT — ეს არის ბანკთაშორის ინფორმაციის გაცვლისა და გადახდების საერთაშორისო სისტემა, რომელშიც მსოფლიოს ორასი ქვეყნის 11 ათასი უმსხვილესი ორგანიზაციაა ჩართული.
გასული წლის ბოლოს სააგენტო Reuters–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს ამერიკულ სამთავრობო დაწესებულებებზე კიბერშეტევებში სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით. ერთ–ერთ ყველაზე ხისტ ზომად რუსეთის SWIFT–ის სისტემიდან გათიშვა სახელდებოდა.
ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევის თქმით, ეს პოტენციურად შესაძლებელია, თუმცა ასეთი შემთხვევისთვის რუსეთს მოქმედების გეგმა აქვს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ასევე არ გამორიცხა ქვეყნის SWIFT–იდან გათიშვის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ეს მათ განსაკუთრებულ სიფხიზლეს აიძულებს.