ქალი პარლამენტარის ზიზღით სავსე კრიტიკა საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებისადმი

პარლამენტთან, თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრები გააკრიტიკა.

“ზიზღით ნუ იყურები აქეთ. სამარცხვინო და საზიზღარია, რასაც გავალებთ რეჟიმი. პირდაპირ გეუბნებით თქვენ. სხვები, სხვათა შორის, თქვენნაირი ცინიზმით არ არიან შეპრყობილნი და თქვენ შემიმჩნევიხართ ყოველთვის ასეთ დროს, აი ესეთი ცინიკური გამომეტყველებით იყურებით. ცარიელი თვალებით. რეჟიმის სახედ ხართ ქცეული,” – მიმართა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის დაცვის წარმომადგენელს.

მალხაზ მაჩალიკაშვილს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში, პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მათ პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.