უცილო პრიორიტეტი ამ უთანასწორო ბრძოლაში სისტემის დანგრევა უნდა იყოს!!.. – პიმენ ნემსაძე

კი…ნამდვილად…ბახტრიონი გველოდება!..და სიმართლე გითხრათ ძალიან არ მხიბლავს ეს პერსპექტივა…თუ დაფიქრდებით,არაა ძნელი მისახვედრი,რომ სწორედ აქეთკენ მიჰყავს ღმერთის და საკუთარი ერის მოღალატე ხელისუფლებას ქვეყანა!..

 

მათი ყველა ქმედება აქეთკენაა მიმართული და დაგვიფაროს ღმერთმა,მართლა რომ ასე მოხდეს,ისევ ჩვენი სისხლი დაიღვრება,მანამდე კიდე სისხლის მდინარეებს ვადენთ ამ ჩამოთესლებულ აყროლებულ ურჯულოებს..და მერე რა?!…მთავრობად“ წოდებული გვამები ერთმანეთს გაასწრებენ ,,თბილ ქვეყნებში“, ისევ ქაოსში და არეულობაში ჩაიძირება ქვეყანა, განადგურდება გენოფონდი და მერე,როცა ამღვრეული წყალი ოდნავ დაიწმინდება,კვლავ მოგვევლინებიან მათი ,,პატრონების“მიერ დაბანილ-დავარცხნილ-სახეშეცვლილები და უხვად დაფინანსებულნი…ამასობაში უკვე აღარ გვერქმევა ,,საქართველო“!..
…ერთი რამ გავიაზროთ კარგად და დავფიქრდეთ,თუ რას მოგვიტანს საბოლოოდ დუმილი და განურჩეველი ინდიფერენტულობა..,ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს….კარგად უწყიან ,,იმათ“ ჩვენი,ქართული ხასიათი,ფსიქოლოგია და სიფიცხე,უფრო მეტიც,ისინი(,,დიდ ძმებს“ვგულისხმობ)ბევრად უკეთ გვიცნობენ,ვიდრე ჩვენ ვცნობთ საკუთარ თავს და ამაზეა გათვლილი სწორედ ყველაფერი…იდეალურად ამუშავებენ და პრაქტიკულად ახორციელებენ ჩვენთან ე.წ ,,ანკესზე წამოგების“თეორიას!!დიდი გონიერება და სიფრთხილეა საჭირო!…აბსოლუტურად გასაგებია რომ უკომპრომისო ბრძოლაა საჭირო ამ ყოვლისმომსვრელ ჯოჯოხეთის მანქანასთან,მაგრამ….მაგრამ პირველ რიგში ერთიანობა არ გვაქვს…თანაც პრიორიტეტებს ვერ ვალაგებთ ამ ბრძოლაში!..თუნდაც იმიტომ ვერ ვალაგებთ,რომ მრავალ ფრონტზე გვიწევს ომი მრავალსახოვან მომხდურთან,თანაც ვებრძვით ცალცალკე,მცირერიცხოვან გუნდებად….

ამიტომ ვამბობ: უცილო პრიორიტეტი ამ უთანასწორო ბრძოლაში სისტემის დანგრევა უნდა იყოს!!..ამ მახინჯი კოჰაბიტაციის ნაყოფი მუტანტი პოლიტიკური სისტემის საძირკვლიანი დანგრევა და ეს აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

ამისათვის კი საღად მოაზროვნე საზოგადოების გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრაა საჭირო!…დაილეწება ეს გახრწნილი სისტემა?..ვიქნებით ერთიანი?..მოვლენ ხელისუფლებაში ქართული,ეროვნული ძალები?..ერთად მოვიქცევით ღმერთისკენ და რწმენისკენ?..აი მაშინ უკვე დალაგდება ყველაფერი თავის ადგილზე!…გაიწმინდება დედაეკლესიაც და ქვეყანაც სულგაყიდული მოღალატეებისგან,ღმერთმებრძოლი ურჯულოებისგან და ნეოლიბერალური ნაგვისაგან!!!
როცა მივხვდებით მიზეზს,თუ რატომ ვართ ამ დღეში,როცა გავიაზრებთ,თუ სადაა სათავე თავდატეხილი მძიმე განსაცდელებისა,მაშინ გამოჩნდება ნამდვილი სამიზნე…მიზეზი კი თავად ჩვენშია,თითოეულ ჩვენთაგანში!..
…მომიტევეთ გთხოვთ…არ ვასწავლი არავის ჭკუას…უბრალოდ, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, ჩემი სათქმელი ვთქვი….

პიმენ ნემსაძე; სოციალური ქსელი