შტატები მოსკოვის მცდელობით შეშფოთებულია, ის ცდილობს დააშინოს უკრაინა”- აშშ-ს პრესსპიკერი ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შტატები მოსკოვის მცდელობით შეშფოთებულია, ის ცდილობს დააშინოს უკრაინა.

ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს სთხოვა აეხსნა ბოლოდროინდელი „პროვოკაციების“ შესახებ უკრაინის საზღვარზე, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთის ჯარის გადაადგილებამ უკრაინაში საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია.

პრესსპიკერი ნეიდ პრაისი აღნიშნავს, რომ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს ლონდონი რომლის წარმომადგენლებიც ესაუბრნენ კიევის წარმომადგენლობას და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამჟამად დასავლელი პარტნიორებისაგან უკრაინა ითხოვს, რომ გაზარდონ სანქციები რუსეთის მიმართ.

„მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა არის რუსეთის ქმედების მოტივი, ჩემი საქმეა ვისაუბრო თუ რას აკეთებს აშშ-ს მთავრობა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო უკრაინის საზღვარზე ვითარების ესკალაციით და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით.

რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციის პროცესს. მოვუწოდებთ რუსეთს თავი შეიკავოს ესკალაციური ქმედებებისაგან.

ჩვენ რუსეთს მოვთხოვეთ ამ პროვიკაციების განმარტება. გავაჟღერეთ უკრაინული პარტნიორებისადმი მხარდამჭერი გზავნილები და ეს მესიჯი მკაფიო იყო, რომ მათ გვერდით ვდგავართ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. რუსეთი დიდი ხანია აგრძელებს დაშინების პოლიტიკას მისი მეზობლების მიმართ“- განაცხადა ნედ პრაისმა.