სრულიად სამართლმადიდებლოს შეეწიოს წმინდა ნეტარი ალექსანდრე ნეველის ძალა და მადლი! – ალექსანდრე ყანთელაძე

რაზე ფიქრობო ,,ფეისმა” და ამჯერად ვუპასუხებ სიმართლეს.
მე-13 საუკუნეში გამექცა ფიქრი, მაშინ ამ დღეს, ანუ 5 აპრილს, ჩემმა მფარველმა წმინდანმა, ნეტარმა ალექსანდრე ნეველმა გადამწყვეტი უარი განუცხადა დასავლეთს, რუსი ერის ,,ევროკავშირში” შეყვანაზე და გაკათოლიკებაზე.

მიუხედავად მათი, ჯერ მზაკვრული ტკბილი დაპირებებისა და მერე მათი მწარე მუქარებისა. რის შედეგადაც დასავლეთი, გაერთიანებული ძალებით, მაშინდელ მსოფლიოში არსებული საუკეთესო შეიარაღებით აღჭურვილი მხედრობით, ორჯერ დაესხათ თავს. დაპყრობის და დამონების მიზნით. საბაბად კი, რუსი ერისადმი კეთილშობილურ განზრხვას, ველური მართლმადიდებლობიდან, ცივილურ კათოლიციზმზე მათ მოქცევას ასახელებდნენ. რაშიც თურმე რუს ხალხს, ახალგაზრდა და ველური მართლმადიდებელი ,,დიქტატორი”, ნოვგოროდის მთავარი ალექსანდრე უშლიდათ ხელს.

თავდადებული, გმირული ბრძოლის და ალექსანდრეს ბრწყინვალე სტრატეგიული სამხედრო ნიჭით არჩეული ბრძოლის ადგილის და ტაქტიკის წყალობით, ორივეჯერ ღირსეულად უპასუხა რუსმა ერმა დასავლელ კათოლიკეთა აგრესიას…

ერთ-ერთი ამ ბრძოლის შედეგად,მიიღო კიდეც მეტსახელი ,,ნეველი” ალექსანდრემ. ამოავსო რა, მდინარე ,,ნევას” ფსკერი დასავლელი ოკუპანტების გვამებით, რომლებიც მან და მისმა მეომრებმა, ცხენიან- კაცებიანად ჩაახრჩვეს და ჩაძირეს გაყინულ მდინარეში.
ყველა ხატი მომწონს და მიყვარს ნეტარი ალექსანდრესი, მაგრამ ეს განსაკუთრებით. ვისაც მართლმადიდებლური წმინდა წერილის შესაბამისი გაცემული პასუხები არ აკმაყოფილებდათ, პასუხობდათ მართლმადიდებლური ხმლით.
სრულიად სამართლმადიდებლოს შეეწიოს წმინდა ნეტარი ალექსანდრე ნეველის ძალა და მადლი!

ალექსანდრე ყანთელაძე; სოციალური ქსელი