1848 წელს, ამ გამოგონებისთვის, გრაფმა ვორონცოვმა, ძმები კეჭაყმაძეები ღირსეულად დააჯილდოვა

სოფელ კვირიკეში ძმებმა ნიკოლოზ და გოგია კეჭაყმაძეებმა გამოიგონეს ვარდნილი წყალის ენერგიაზე მომუშავე საკმაოდ რთული მოწყობილობის ხის საჭრელი .

დანადგარი მოძრაობაში მოჰყავდა ვარდნილ წყალს. ზემოთ და ქვემოთ მექანიკურად მოძრავი ხერხი, მორს 4 არშინის სიგრძის ფიცრებად ჭრიდა . თითოეული მორის დამუშავების შემდეგ მანქანა თავისით ჩერდებოდა მორიგი მორის ჩადგმამდე. აღსანიშნავია რომ გამოგონების ავტორი უსინათლო ნიკოლოზი იყო, რომელსაც ძმა ეხმარებოდა და მის მითითებებს ასრულებდა. 1848 წელს ამ გამოგონებისთვის გრაფმა ვორონცოვმა ძმები ღირსეულად დააჯილდოვა.

P.S.  ახლა გამოტყვრება ვიღაც პეროგარჭობილი და იტყვის: თურმე ვორონცოვი კვირიკეში მყოფი გამომგონებლები იმიტომ დააჯილდოვა, რომ ჩვენი დამორჩილება და სულიერი მონობა სურდა . . .

ედიშერ ოდიშარია; სოციალური ქსელი