ქალაქ დონეცკის ფრონტისპირა კიევსკი რაიონში მდებარე ზასიადკოს შახტაში ახალი ამოღების ადგილი, ე. წ. ლავა გაიხსნა, სადაც 690 ათას ტონაზე მეტი ნახშირია ნავარაუდები. საწმენდი გვირაბი 265 მეტრის სიგრძისაა.
მოპოვების ახალ ლოკაციაზე დღე-ღამეში 1500 ტონა ნახშირს ამოიღებენ დონბასელები 30 თვის მანძილზე. საწარმო თავის წარმადობას გააორმაგებს და დღე-ღამეში, საერთო ჯამში, 2500 ტონამდე გაზრდის ნახშირის მოპოვებას.
აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან დაწყებული ომის შემდეგ, ეს უკვე რიგით 49-ე ახალი “ლავაა” და პირველი სამთო ჰორიზონტი.