WHO მოგზაურობისთვის კოვიდ პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე მოგზაურობისთვის კოვიდ პასპორტების მოთხოვნას მხარს არ იჭერს – ამის შესახებ WHO-ს წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი ახდენს თუ არა ვაქცინები ვირუსის გავრცელების პრევენციას.

ჯანმო ჩინური ვაქცინების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის, დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს.

წყარო: ptn.ge