“კომუნისტების დროს თუ ყველაფერი გვქონდათ, რაზე დაანგრიეთ?!… წერილი 1 ადამიანს მაინც თუ დააფიქრებს, გამარჯვებად ჩავთვლი” 

ვინც ამ წერილს ბოლომდე არ წაიკითხავთ, გთხოვთ დატოვოთ ჩემი სამეგობრო! თუ მეგობრებში არ მყავხართ ნუ შემომთავაზებთ მეგობრობას!

ესეც ჩემი „ზედაპირული“ წერილი…
ამ ორი კვირის წინ შვილი და სიძე იყო სტუმრად მოსული მოხუცთან.
ძალიან თბილები და გულიანი ადამიანები არიან. ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ.
ხაჭაპური უყვართ. მეც ვახვედრებ ხოლმე.
ვისადილეთ და ყავას რომ ვსვამდით, სიძემ მკითხა:
-კომუნისტების დროს ხალხი მშიერი იყო ხომ თქვენთან?
გამიკვირდა და სიცილით ვუპასუხე:
-მშიერი კი არა, უმუშევარს ვერ ნახავდი ვერსად. პირიქით, როცა წიგნებს ვკითხულობდი, სადაც შიმშილზე ეწერა, მეგონა ხალხის გულის ასაჩუყებლად გამოგონილი ფაქტები ეწერა.
-აბა ყველაფერი გქონდათ?!
-გაკვირვებული ჩამეკითხა.
-კი!
თავი სევდანარევი ღიმილით დავუქნიე. უკვე ვიცოდი რასაც მკითხავდა:
-მაშინ რატომ დაანგრიეთ?!
-ჩვენ არ დაგვინგრევია. თქვენმა რეიგანმა გორბაჩოვს მილიონები გადაუხადა ამაში. გარბაჩოვი კი, კალიფორნიაში ცხოვრობს, რეიგანის ნაჩუქარ სახლში. რადგან იცის, ვერასოდეს დაბრუნდება რუსეთში. რომ დაბრუნდეს ციხეში გამოამწყვდევენ. რადგან ყველამ იცის უკვე, მილიონების საფასურად მოხდა სოციალიზმის დანგრევა.
როგორ სწავლა მართლა უფასო იყო?!
დაეჭვებული ჩამეკითხა.
კი!- და სტიპენდიით სტუდენტს თავის შენახვაც შეეძლო. თუ ლენინური სტიპენდია იყო, ხომ ერთ კარგ ხელფასს უდრიდა. უფასო სტუდენტური საცხოვრებლები ჰქონდათ.
ჩვენთან სამედიცინო მომსახურება, საავადმყოფო…სწავლა უფასო იყო.
გავაგრძელე.
ბინებსაც უფასოდ არიგებდნენ ხალხზე. ვინც ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდა.
უმუშევარს ვერსად ვერ ნახავდი, წამლად რომ გდომებოდა. ან მათხოვარი?!-
არა, მათხოვარს, მხოლოდ საზღვარგარეთულ ფილმებში ვხედავდით.
დეკრეტიც კი, ანაზღაურებით ქალს წელიწად ნახევარი ჰქონდა თითქმის. სამსახური ენახებოდა და ხელფასიც ჩვეულებრივ ეძლეოდა.
და იცით, რაც მთავარი იყო, ადამიანებს უყვარდათ ერთმანეთი. საცხოვრებელ შენობაშიც კი…ყველა ერთ მუშტად იყო შეკრული.
კაპიტალისტურ წყობაში კი. შეიძლება მეზობელი ისე მოკვდეს, გაიხრწნეს სახლში…სანამ სუნი არ გამოვა ვერ გაიგებთ!
ჩვენ ვნახეთ ის და ვუყურებთ ამას.
რაღაც დიდი მოკვდა. რაც ადამიანებს ათბობს. უფრო აახლოვებს.
სიყვარული მოკვდა!
დანანებით ჩავილაპარაკე.
_ჩვენ ხომ გეხმარებით ახლა?(ჩვენში ამერიკა იგულისხმა)
-კი, „გვეხმარებით“, რაც შეიძლება უფრო მალე გადავშენდეთ!
გაკვირვებულმა შემომხედა.
არ ელოდა ჩემგან ასეთ პასუხს.
-მოდი ახლა შეგეკითხები და გულწრფელი პასუხი მითხარი:
-იცით, რატომ იყო ომი ვიეტნამში?
დაფიქრდა და მხრები აიჩეჩა. მერე სიმამრს მიუბრუნდა და ახლა იმას ჰკითხა:
იცი, რატომ იყო ეს ომი?
მოხუცი წამით შეყოვნდა და იმანაც მხრები აიჩეჩა:
-არ ვიცი!
გამეღიმა და ღიმილითვე მივუგე. თქვენ კი არა, ვინც გმირის წოდება მიიღო ამ ომში,იმანაც არ იცის რისთვის იყო ეს ომი.
სამაგიეროდ გვაქვს ორად გახლეჩილი კორეა, იუგოსლავია, უკრაინა…მიწასთან გასწორებული ლიბია. ერაყი.
კადაფის სიკვდილი მანამ გამოაცხადეს ტელევიზიით, ისევ ცოცხალი რომ იყო. იცით თუ არა, რომ ხელოვნური მდინარე, რომელსაც კადაფი 25 წელი აშენებდა, ერთი ხელის მოსმით იყო განადგურებული. იმ მდინარეში მილიარდობით თანხა იყო ჩაყრილი და მთელი აფრიკა უნდა მოემარაგებინა წყლით. ნატოს ჯარებმა პირველი ეს მდინარე გაანადგურეს. კადაფი ამერიკელების დასმული იყო. სადამ ჰუსეინიც, სხვათა შორის.
ორივე სიკვდილით დასაჯეს, რომ ვეღარ შეძლეს გაკონტროლება.
შეხედეთ აფრიკას. ელემენტარული წყალი არ არსებობს. ხალხი შიმშილით იხოცება. არადა აფრიკული ბრილიანტი მსოფლიოში პირველია და აფრიკა უმდიდრესი ქვეყანაა. მაგარმ არავის აწყობს მდიდარი აფრიკელი. დამონებულს, ასე გასაცოდავებულს უფრო ადვილად გამოიყენებს.
ჩემი ქვეყანაც, სამწუხაროდ იქით მიჰყავთ, აფრიკასავით.
საცდელ ვირთხებად გვიყენებენ ახლა.
იცით თუ არა, რომ ამერიკამ ხუთასი მილიონი ჩადო ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ჩემს ქვეყანაში გახსნეს. იმ ლაბორატოროაში საიდუმლოდ ატარებენ ცდებს და მხოლოდ ამერიკელები მუშაობენ.
ელიოტს თვალები გაუდიდდა.
კომპიუტერში მოიძია, პენტაგონის ვებ გვერდზე და დაეჭვებულმა მითხრა:
აქ წერია, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოს დასახმარებლად გაიხსნა.
გამეღიმა და ღიმილითვე ჩავეძიე:
-ფიქრობთ რომ მაგ ვებგვერდზე სიმართლეს დაგიწერენ?!
კარგად იცი, რომ ამერიკას საკმარისი ექიმები, ბიოლოგები, ქიმიკოსები არ ჰყავს და მწვანე ბარათებს სჩუქნის სხვა ქვეყნიდან მოწვეულებს.
და გინდა მითხრა, რომ ისე ვუყვარვართ ამერიკელებს ქართველები. ჩვენთან გზავნის მათ, ვინც თავისთის საკმარისიც არ ჰყავს?!
ცოტა არალოგიკურია ხომ?!
ჩავეკითხე და გავაგრძელე:
-ან რატომ ჩადებთ სხვა ქვეყანაში ხუთასს მილიონს, თუ იქ თქვენი ინტერესი არაა?
ელიოტი გაფაციცებული ეძებდა ინტერნეტში რამე საწინააღმდეგო ვერსიას, გასასამართლებელ საბუთს.
ბოლოს ამაყად მომხედა და მითხრა:
აი, თქვენთან c ჰეპატიტით დაავადებულები ყველაზე მეტნი იყვნენ მსოფლიოში და ამიტომ ეს ლაბორატორია იმ წამლით ამარაგებს ქვეყანას, რომელიც უფასოდ დაურიგდა ავადმყოფებს.
სიმწრით გამეღიმა მის გულუბრყვილობაზე. ცრემლები და ბოღმა ერთნაირად გამეჩხირა ყელში და გულმოსულმა ვუთხარი:
-კი მართალი ხარ, უფასოდ დაურიგდა წამალი, რომელიც ვირთხების მერე ჩემს ხალხზე გამოსცადეს. იცით რამდენი მოკვდა?
-არ იცით!
ადამიანები ციხეში ძალით დაავადეს ამ დაავადებით, რომ იძულებულები ყოფილიყვნენ ესარგებლათ ამ „დახმარებით“.
რატომ მომცემ მე…უფასოდ წამალს, როცა შენ ხალხს, ხუთასს, ათასს დოლარად აძლევ წამლებს?
ეს ჯდება რამე ლოგიკაში?
იქ სადაც შენი ინტერესრები არ არის, არც ამდენს გაიღებ!
(ამ შემთხვევაში შენ ხარ ამერიკა, მე საქართველო)-დავამატე.
კუთხეში მივაყენე და მაინც არ აპირებდა დანებებას.
ცოტა მიჭირს იმის დაჯერება, რომ იმდენად კეთილია ეს ქვეყანა, იმდენად ვუყვარვართ, რომ უფასოდ…უსასყიდლოდ გვეხმარება, მაშინ როცა თავის ქვეყანაში ხალხს სისხლის ფასად აძლევს წამალს.
ჩვენ ამ შემთხვევაში კარგი ვარიანტი ვართ, ვირთხების მერე…
თან იქვე, რუსეთის კუდთან გახსნილი ლაბორატორიები ატომურ ბომბზე საშიშია.
გაგიგიათ ღორის გრიპზე რამე, ან ქათმის ჭირზე?
თვალები გაკვირვებისგან გაუდუდდა. რა ღორის გრიპი. ეს რა არის?
ამას მედიცინის ენაზე,H1N1 ეძახიან. ახლა ამით იხოცება ხალხი საქართველოში.
მანამდე ქათმის ჭირი იყო.
იცით, საუკუნეების მანძილზე უამრავი მტერი გვეხვია გარშემო. მუსლიმანური სამყარო, აქეთ ირანი, იქით თურქეთი…
მონღოლთა ბატონობა სამასი წელი გავათრიეთ. არ გადავშენებულვართ.
ირანის შაჰებს მეფეთა მემკვიდრეები მძევლად მიჰყავდა, რომ მერე საკუთარ ქვეყანაში თავისი ინტერესები გაეტარებინა.
ქართველებს გვახსოვს ასეთი მეფეებიც. გვყავდა ერთი მეფე…კონსტანტინე მირზა. რომელმაც ძმა და მამა მოკლა
.შაჰის კარზე იზრდებოდნენ მეფეთა მემკვიდრეები. თუმცა ერეკლე მეფეც მის კარზე გაიზარდა. ვინც გააერთიანა საქართველო. ის ბოლომდე საქართველოს შეეწირა.
ახლა ცოტა სხვანაირად ხდება მძევლების აყვანა. ქვეყნიდან გაჰყავთ სხვადასხვა პროგრამებით ნიჭიერი ახალგაზრდობა და მერე უკან აბრუნებენ, ისევე როგორც შაჰმა კონსტანტინე მირზა დააბრუნა.
სულ მიკვირდა, რატომ იხდის სხვა ქვეყანა შენი ქვეყნის მოქალაქეში ათასობით დოლარს, როცა უფასოდ თავის ქვეყანაში არავის ასწავლის?!
მოხუცმა სიძეს ღიმილით უთხრა:
-ირმა საერთოდ არ უყურებს ტელევიზორს და არც გაზეთებს კითხულობს!
-აბა საიდან იცი ეს ყველაფერი?-რუსების ვებ საიტებიდან?
-მართალია, არ ვუყურებ ტელევიზორს უკვე ათი წელია. არც გაზეთებს ვკითხულობ. რადგან ეს ყველაფერი პროპაგანდაა სხვა არაფერი.
აი თქვენ გჯერათ, რომ სადაც ჯარი შეგყავთ, იქ ხალხს ეხმარებით…
მე კიდევ არ მჯერა.
-საიდან და ვიღებ ყველანაირ ინფორმაციას და მერე ვაანალიზებ. ელემენტარული ლოგიკის ამბავია, ის რაც შენ არ გაქვს, მე როგორ მომცემ?!
არ დაგავიწყდეთ, მეც ამერიკის მოქალაქე ვარ…და უბრალო ხალხი არაფერ შუაშია ამ ყველაფერთან.
წლების წინ, ერთმა ადამიანმა მკითხა, რა განსხვავებაა ამერიკელსა და ქართველებს შორისო.
მოდით, იგივეს გიპასუხებთ, რაც მას ვუთხარი.
-ამერიკელებს ყველაფერი სჯერათ, რასაც ტელევიზიებით და გაზეთებით ეუბნებიან, ჩვენთან კი პირიქით…არავის სჯერა-თქო!
მოხუცის სიძეს გაეღიმა და სიმამრს გადაულაპარაკა:
ჰოო, ჩვენ მაინც პროპაგანდისტულ ინფოორმაციებს ვიღებთ ტელევიზიებით და გაზეთებით.
ალბათ ერთი საათი მაინც ვიკამათეთ.
მაშინვე მინდოდა დამეწერა, მაგრამ მიზეზთა გამო, ვერ მოვახერხე.
თუ დაიჯერებთ, რომ ყველაფერი წრეზე ტრიალებს. მაშინ „მონების“ და „მძევლების“ ვარიანტიც უნდა დავიჯეროთ.
თუ კი ხის სიმაღლე ფესვებიდან იწყება…მაშინ ბოროტება რომელსაც ვხედავთ და უკვე ვიმკით…გაცილებით სიღრმეშია დამალული და ხეზე ძლიერი ფესვები აქვს.
იმ ადამიანთა გულუბრყვილობაზე ნაღლიანად მეღიმება, ვისაც სჯერა რომ არჩევნებით შეცვლის წყობას. ჩვენგან მთავარი დაფარულია…მხოლოდ შედეგს ვიმკით უკვე წლებია.
ემიგრაციაც ხელოვნურად მოაწყეს. რომ ქართველებისგან დაცლილიყო ქვეყანა. აღრეულიყო სხვა ხალხში.
მშვენივრად მოიფიქრეს.
იბადებიან შავკანიანი, ფერადკანიანი ქართველები. ესპანელები, მექსიკელები. და ერთ თაობაშივე ნადგურდებიან.
მტერმა მიზანს მიაღწია.
თუ იარაღით ვერ მოგვსპეს სხვანაირად დაგვაქუცმაცეს და გაგვანადგურეს. ღირებულება დაგვიკარგეს.
გამოვფხიზლდეთო, გავყვირით და თითო-ოროლა ადამიანი ვერ გადაარჩენს ქვეყანას უკვე. როცა სათავეა მოწამლული, იქიდან მთელი მდინარე იწამლება.
არავინ არავის ეხმარება უსასყიდლოდ. ყველა თავის ინტერესს აყენებს წინ, სხვისაზე მეტად…
მე არ ვიცი, ეს წერილი ვინმეს თუ დააფიქრებს. მაგრამ ერთ ადამიანს რომ მაინც შეეცვალოს აზროვნება, ამასაც გამარჯვებად ჩავთვლი.
და კიდევ მოეშვით იმ ლუგარის ლაბორატორიის ადვოკატობას!
ასეთი ლაბორატორიები მხოლოდ ჩვენსავით გაუბედურებულ ქვეყნებში იხსნება და რაც შეიძლება შორს ამერიკისგან!

ირმა ბეგლარიშვილი; სოციალური ქსელი