ზვიად ტომარაძე: პროექტი რომლითაც ყოველთვის ვიამაყებ!

მიუხედავად საქართველოს და ირანის საელჩოების გაფრთხილებებისა არ წამეღო წიგნები, 2015 წლის 6 მაისს გავემგზავრე ფერეიდანში, სადაც იქაურ ქართველებს ჩავუტანე ქართული წიგნები და დედაენები. როდესაც დავბრუნდი, დავწერე პროექტი ფერეიდნელების ქართველებისთვის, რის მიხედვითაც ფერეიდნიდან ჩამომყავდა ახალგაზრდები, თითო პროექტში 12–დან 15–მდე მონაწილე.
ერთთვიანი პროექტის მანძილზე ისინი სწავლობდნენ: ქართულ ენას, ქართულ ხალხურ სიმღერებს, საქართველოს ისტორიას, ფანდურზე დაკვრას, ქართულ ცეკვას. გოგონები ასევე სწავლობდნენ ქართული კერძების მომზადებას. პროექტის განმავლობაში ეწყობოდა 4 გასვლითი ექსკურსია. სულ 2016 წლის 15 ივნისიდან 2019 წლის 20 ივლისამდე ჩატარდა 12 პროექტი. აღნიშნული 12 პროექტიდან – 7 პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა; 2 „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა“; ერთი პროექტი თიბისი ფონდმა; 2 კომპანია Dressup-მა, კომპანია დრესაპმა პროექტის დაფინასების გარდა, პროექტში მონაწილე ფერეიდნელები თავისთან დაასაქმა და ისინი დღემდე იქ მუშაობენ.
მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის მასწავლებლებს: ქართული ენის მასწავლებლს: ნათია რუხაძეს; სიმღერის მსაწავლებლებს: გელა ფარჩუკიძეს, ნინო ჯულაყიძეს და ნინო ჩხეიძეს; ფანდურის მასწავლებელს: ლევან კაპანაძეს; ცეკვის მასწავლებლებს: ლიკა თოლორაიას და იაგო ტაბაღუას; ისტორიის მასწავლებელს: ნუკრი მჭედლიშვილს; ბუღალტერს მამუკა მანიჟაშვილს; პროექტის თანადგომისთვის ასევე დიდი მადლობას ვუხდი: სპორტის ყოფილ მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ადმინისტრაციას, კომპანია დრესაპის დამფუძნებლებს ალექსანდრე და ლელა სამხარაძეებს, პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორს თამარ კაპანაძეს და მის კოლექტივს, ვარდების ბაღის დარბაზის ადმინისტრაციას, გია ჯაჯანიძეს, ქეთი მიქაძეს, ნინული ქავთარაძეს, ზაზა დავითაიას და გიორგი ირემაძეს პროექტის გაშუქებისთვის; 51 საჯარო სკოლის კოლექტივს მასპინძლობისთვის, თინათინ ჯაყელს სამცხეში მასპინძლობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტს მასპინძლობისთვის, ნატალი ანდრონიკაშვილს კახეთში მეგზურობისთვის და ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდში ედგა და მხარს უჭერდა აღნიშნულ პროექტს (თუ ვინმე გამომრჩა ბოდიშს ვუხდი). საქართველოს აუცილებლად ეღირსება ის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დააბრუნებს როგორც ბოლო დროს წასულ ემიგრაციას, ასევე 400 წლის წინ იძულებით გადასახლებულ ფერეიდნელებს!
ზვიად ტომარაძე