თურქეთში ათობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის რამდენიმე ათეულ სამხედრო მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

თურქეთში ათობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, რაც დაკავშირებულია 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

კონკრეტულად, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 6 ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსანს, რომელთა შორის არიან ისინი, რომელთა სამხედრო წოდებაც არის მაიორი, პოლკოვნიკი და პოდპოლკოვნიკი.

მათ გარდა, კიდევ 32 ადამიანს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, 106 ადამიანს კი 6-დან 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

თურქეთში, 2016 წლის 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს 251 ადამიანი გარდაიცვალა, 2700-ზე მეტი კი დაიჭრა.

წყარო: itv.ge