ბათუმში, ურეხის დასახლებაში სახლის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
ბათუმში, ურეხის დასახლებაში სახლის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკა BMS-ში და კლინიკა „მედინაში“ არიან გადაყვანილი.
როგორც კლინიკა BMS-ში განაცხადეს, მათთან მოთავსებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ-ერთ მათგანს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
კლინიკის ინფორმაციით, დაშავებულებს სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
რაც შეეხება კლინიკა „მედინაში” მოთავსებულებს, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთს ტვინის შერყევა დაუფიქსირდა.
ცნობისთვის, ურეხში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
წყარო: ptn.ge