გია ვოლსკი – მელია უნდა იჯდეს ციხეში და ამათმა უნდა ეძახონ პოლიტპატიმარი …

გია ვოლსკი: მელია უნდა იჯდეს ციხეში და ამათმა უნდა ეძახონ პოლიტპატიმარი – ეს არის პრიმიტიული თამაში.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ “დღის კურიერში” ჩართვისას განაცხადა და განმარტა, რომ
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხეში ჯდომა ოპოზიციას აწყობს.

მისი შეფასებით, ეს პრიმიტიული თამაშია ნიკა მელიას პოლიტპატიმრად შერაცხვას ემსახურება.

“ნიკა მელიას ეხვეწება პროკურორი, რომ გადაიხადე და ადვოკატები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში გადახდა არ შეიძლება და ის უნდა ჩაჯდეს ციხეში. ხალხი, თქვენ გგონიათ, ვერ ატყობს, საითკენ მიდის საქმე? მელია უნდა იჯდეს ციხეში და ამათმა უნდა ეძახონ პოლიტპატიმარი – ეს არის ძალიან პრიმიტიული თამაში” – აცხადებს ვოლსკი “დღის კურიერში”.

წყარო: newposts.ge