დარწმუნებული ვარ, სერგი კაპანაძე ისეთ არაფერს იტყოდა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დააზარალებს – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.
“ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი ბომბებიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, თუ გამოყენებული იყო სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, ამაში არანაირი პრობლემა არ არის“ – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.
წყარო: newposts.ge