მინდა ეს ამბავი ყველას მივულოცო – წულუკიანი ფოლკლორის ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭებაზე.
მინდა მივულოცო ანზორ ერქომაიშვილის აღზრდილებს, სხვადასხვა თაობის სხვადასხვა წარმომადგენელს მათი ინიციატივის გაზიარება, რომელიც გულისხმობდა საქართველოს მთავრობის მიერ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის, ფოლკლორის ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭებას – ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ინიციატივის გაზიარებისთვის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
“ინიციატივა მთავრობამ დღეს ერთსულოვნად გაიზიარა და მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ასევე ჩემს კოლეგებს. მინდა ეს ამბავი ყველას მივულოცო“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიცირებით, დღეს პრემიერ – მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
წყარო: itv.ge