დაპირისპირება ზუგდიდში – “შეცვალეს” აქტივისტები მაჟორიტარ-დეპუტატის ბიუროში შეიჭრნენ

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში. მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა დღეს ქალაქის მაჟორიტართან მერაბ ქვარაიასთან შეხვედრა ითხოვეს. ამასთანავე, მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს პროპორციული არჩევნების ჩაგდება და ქვარაია ნეპოტიზმშიც დაადანაშაულეს.

მათ ასევე მერაბ ქვარაიასთვის სიმბოლურად სიგელის გადაცემა სურდათ, თუმცა ამის საშუალება ბიუროს წარმომადგენლებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტებმა მათ მონები უწოდეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.