„კობახიძე რატომ არ გააგდეთ და მე რატომ გამაგდეთ პარტიიდან?“,- ამის შესახებ ერეკლე კუხიანიძემ საკრებულოში განაცხადა.
მისი თქმით, იგი მასმედიის მხრიდან იბლოკება.
„რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან? ისევ პარტიაში ზის და ბიძინა ივანიშვილის გვერდით ზის. რატომ ვერ იტანს ეს პარტია იმას, რომ კორუფციის წინააღდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობს? “, – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
მისივე თქმით, მასმედია მას ბლოკავს და მასთან ურთიერთობა არავის აწყობს.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა ერეკლე კუხიანიძემსაოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახიპროვოკაციაში დაადანაშაულა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირადფეისბუქზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნებისორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.
საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია 16 დეკემბერსაც გაიმართა. 17 დეკემბერს კი მის კაბინეტში აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა კარავიგაშალეს და ამ ფორმით მოითხოვდნენ ერეკლე კუხიანიძის წასვლას. ქართული ოცნებისგადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან 18 დეკემბერს გარიცხეს.