საქართველოში იზრდება პოლიტიკური ცნობიერება და ხალხი ხვდება, თუ როგორ მოატყუეს 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანებში, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა თავისუფლების მოპოვებად და ქვეყნის დამოუკიდებლობად შეასაღეს, სინამდვილეში კი ამაყი ქართველი ხალხი გაძარცვეს, დემოგრაფიული კატასტროფა მოუწყეს და დაამცირეს.
ამას მოწმობს “კავკასიური ბარომეტრის” კვლევის შედეგები – Caucasus Research Resource Centers.
გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ სსრკ-ის დაშლა ნეგატიური მოვლენაა, მაშინ, როდესაც 41% აცხადებს, რომ ეს დადებითი მოვლენაიყო. კითხვაზე პასუხის გაცემა 16%-ს გაუჭირდა.
რასაკვირველია, უფროსი ასაკის წარმომადგენლებს უფრო ძლიერი ნოსტალგია აქვთ სსრკ-ის მიმართ, მაგრამ ახალგაზრდების (18-24 წ.) მხოლოდ ნახევარი ამბობს, რომ სსრკ დანგრევა კარგი იყო, მეორე ნახევარი მიიჩნევს, რომ სსრკ-ის დაშლა უარყოფითად უნდა შეფასდეს.
გამოკითხვა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ჩატარდა. გამოკითხულია 2317 მოქალაქე.
აუცილებელად აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტ-აპრილში სსრკ-ის დაშლა დადებითად გამოკითხულთა 50%-ის მიერ ფასდებოდა. შესაბამისად, ტენდენცია აშკარაა – რამდენიმე თვეში თითქმის 9 პროცენტით გაიზარდა სსრკ-ის მომხრეთა რიცხვი, რის გამოც ქართველი ლიბერალები და “გრანტიჭამიები” შეშფოთებას გამოხატავენ მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით.