“9 აპრილი იყო საზიზღარი პროვოკაცია, სისხლიანი სპექტაკლი, რომელიც დაგეგმეს რუსი და ქართველი ერების მტრებმა…”

შეგნებულად მოვერიდე გუშინდელ დღეს აქტიურობას. რას ვიტყოდი მოკლედ:

9 აპრილი 1989 წლისა იყო საზიზღარი პროვოკაცია და სისხლიანი სპექტაკლი, რომელიც დაგეგმეს რუსი და ქართველი ერების მტრებმა, ამ ერთა შორის მეგობრობის მტრებმა, სწორედ იმ შედეგისთვის, რაც დაიდო.
სსრკ-ს 1991 წლის შემდეგაც, რომ გაეგრძელებინა არსებობა, ეს თარიღი როგორც 1956 წლის 9 მარტი გ ა ც ი ლ ე ბ ი თ დიდი მსხვერპლით დამთავრებული აღარავის ემახსოვრებოდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოჩენილი სისასტიკე გამართლებული იქნებოდა.
1991 წელს მეორეს მხრივ, რომ საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა მოეპოვებინა ის წმინდა მსხვერპლი, ზვარაკებად შეწირული 21 ახალგაზრდის სიცოცხლე გამართლებული იქნებოდა.
მაგრამ დაიდო სწორედ ის შედეგი რაც სჭირდებოდა წუმპის იქით მჯდომარე ბიძია სემებს – რუს-ქართული მტრობა, დაშლილი სსრკ, დასავლეთის, კერძოდ “ამერიკელების” ოკუპაციაში მყოფი რესპუბლიკები.
ეს დღე მაქსიმალურად უნდა წაიშალოს ქართველი ერის მეხსიერებიდან!!!
გუშინ კიდევ ერთი სპექტაკლის მომსწრენი გავხდით:
ზოგადად ხელისუფლება ხედავს, რომ ხალხში მრისხანება და ქოციონალური რეჟიმის მიმართ სამართლიანი აგრესია იზრდება დღითი დღე, არ არის ძალა, რომელიც იტყვის: მე ქოცი ვარ და სწორედ ამიტომ ვდგავარ ქუჩაში და ნაცებს სწორედ ამიტომ ვებრძვიო.
სწორედ ამიტომ დაისვა ხელისუფლების წინაშე ამოცანა გამოეყვანა ხალხი “ანტიმაედანზე”, ოღონდ არა “ოცნების მომხრე” არამედ ფსევდოპატრიოტული ძალების. რომლებიც გადამწყვეტ მომენტში უკან იხევენ. ამ ამოცანას კი “უცნობზე” უკეთ ვერავინ გაართმევდა თავს…
ხალხიც შეიკრიბა და ხიდან კვლავაც არ ჩამოვარდა ფოთოლი …
ეს იყო ორთქლის გამოშვება. როდის აქეთია “გრეჩიხები” შედეგებს დებდნენ პოლიტიკაში?! …
აი ამ სპექტაკლების ქვეყანაში კვაზისახელმწიფოში ვცხოვობთ.
როდემდე?! როდემდე?! რ ო დ ე მ დ ე !!!!!
პატრიოტულმა ძალამ მიტინგზევე უნდა გ ა ბ ე დ უ ლ ა დ მოითხოვოს 1. საგარეო პოლიტიკური კურსის 180 გრადუსით შეცვლა. 2. კონსერვატორული კონტრრეფორმაცია 3. ხალხის დუხჭირი მდგომარეობის შველა, რაც შეუძლებელია საბაზრო ეკონომიკის პირობებში. და იდგეს ქუჩაში, მანამ სანამ ეს მოთხოვნები არ აღესრულება!!!!!

სანდრო ჯამასპიშვილი; სოციალური ქსელი