10 აპრილს ქუთაისში წვიმა და +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმა ელჭექით, ღამით კი +4 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +10 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც იწვიმებს. +10 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღე და +9 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +7 იქნება. სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +9 გრადუსი და ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი, ღამითაც +4 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით უხვ ნალექსა და +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმიანი დღე და +11 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
გორშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +8 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით წვიმა და +26 იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება, შესაძლებელია ქარის მატება.
რუსთავში დღისით ჰაერის +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსია. დედაქალაქში ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.