საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 506 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 285 პირი. ჩატარდა 25 751 კვლევა ტესტით – მათ შორის 15 769 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 982 PCR ტესტით.
ვერბგვერდზე განთავსებული მონაცემებით, 9 აპრილის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.16 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.49 %.
506 ახალი შემთხვევა ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 240
- აჭარა – 76
- იმერეთი – 43
- ქვემო ქართლი – 33
- შიდა ქართლი – 13
- გურია – 13
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 66
- კახეთი – 13
- მცხეთა-მთიანეთი – 4
- სამცხე-ჯავახეთი – 3
- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2
“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 074, აჭარაში – 331, იმერეთში – 334.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, მათ შორის, თბილისში – 186, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 4, იმერეთში – 9.
301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 – თბილისში, 117 – აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აღნიშნავს საქართველოს მთავრობა.
პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 287 689 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 276 711 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 869 კი — გარდაიცვალა.
“ნეტგაზეთი”