ამერიკული სამხედრო ხომალდები Roosevelt-ი და Donald Cook-ი შავ ზღვაში 14-15 აპრილს შევლენ

ამერიკული სამხედრო ხომალდები Roosevelt-ი და Donald Cook-ი შავ ზღვაში 14 და 15 აპრილს შევლენ.

180324-N-NK192-1337
ARABIAN GULF (March 24, 2018) The Arleigh Burke-class guided-missile destroyers USS Preble (DDG 88), USS Halsey (DDG 97) and USS Sampson (DDG 102) are underway behind the aircraft carrier USS Theodore Roosevelt (CVN 71). Theodore Roosevelt and its carrier strike group are deployed to the U.S. 5th Fleet area of operations in support of maritime security operations to reassure allies and partners and preserve the freedom of navigation and the free flow of commerce in the region. (U.S. Navy photo by Mass Communication Specialist Seaman Michael A. Colemanberry/Released)

ორი ამერიკული ხომალდი Roosevelt-ი და Donald Cook-ი ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში 14-15 აპრილს შემოვა. სააგენტო “ანადოლუ”-ს ინფორმაციით, ვაშინგტონმა ანკარას ამის შესახებ უკვე აცნობა.

მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ორი ხომალდი შავ ზღვაში მორიგეობით 14 და 15 აპრილს შემოვა, 4 და 5 მაისს კი უკან გაბრუნდება.

მანამდე ტელეკომპანია CNN-ი იტყობინებოდა, რომ შეერთებული შტატები, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის, შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავდა.

1936 წლის მონტრეს კონვენციის თანახმად, შეერთებული შტატები ვალდებულია, ორი კვირით ადრე, აცნობოს თურქეთს, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შეყვანას გეგმავს.

წყარო: itv.ge