__სასულიერო პირთა ჯიპები___
ადამიანებისგან ხშირად გესმით, რომ ისინი იმიტომ არ დადიან ეკლესიაში, იმიტომ არ ეზიარებიან ქრისტეს ხორცსა და სისხლს, მოკლედ ცხონებაზე უარს იმის გამო ამბობენ რომ სასულიერო პირებს ჯიპები ჰყავთ, ან რაღაც ცოდვებს ჩადიან.
ადამიანი რომ გარდაიცვლება, განა ტექინსპექტირების ცენტრში მიჰყავთ და ეკითხებიან შენი სოფლის მღვდელს რა მანქანა ჰყავდა და რომელ წლიანიო? სამსჯავროზე მიჰყავთ კაცო და იმაზე უნდა აგოს პასუხი თავად როგორ იცხოვრა, როგორი კაცი იყო. ვთქვათ შენი სოფლის მღვდელი მსმელია, მაგრამ შენ 7 აბორტი გაქვს გაკეთებული, ან ქურდი ხარ, განკითხვის დღეს მოძღვრის დალევა გიშველის?
გული რომ დაგკრავს კაცს და ექიმთან გარბიხარ, გაინტერესებს იმ ექიმს ან რამდენი საყვარელი ყავს, ან რას აშავებს? მთავარია გიშველოს ხო?
მოძღვარი სულის მკურნალია, შენ გიშველოს, გამოგასწოროს და თვითონ ჯიპი ჰყავს თუ დიდმარხვაში ხაშლამას სჭამს, შენ რა?
მაგრამ ესეთ ხალხს რამე რომ შეემთხვევა, მერე ხო ისევ ჩვენთან მოდიან და იხსნებიან, მათი ეკლესიაში არ სიარულის მიზეზი, მართლა სასულიერო პირთა მანქანები და ცოდვები კი არაა, არამედ შური, ან თავად ისეთ მძიმე ცოდვებში არიან ჩაფლულნი როგორებიცაა: ჩუკენობა, გარყვნილება, ნათესავთან რომანი, ლოთობა, ნარკომანია, სქესობრივი გადახრები, მუცელღორობა, აბორტი, აზარტული თამაშები, მექრთამეობა, ქურდობა და მღვდოებზე ჭორაობით ცდილობენ თავისი “გადაფარონ”.
ასე რომ, თუ გინდა შვილო მოდი და გასწავლით როგორ ცხონდე, თუ არა და ხო ღრუტუნებ შენ ცოდვებში?
მე რაღას დამდევ და მაკვირდები რას შევჭამ და რას დავლევ, დიეტოლოგობა გთხოვე თუ რა არი. და ბოლოს, რავი, მაინც რო არ იფიქროთ ჯიპი მყავს და თავის მართლებისთვის ვწერ, გეტყვით რომ კაი ოპელი მყავს გაზზე და თუ მთის ტაძარში ვიქნები წასასვლელი ჩიტაშვილი მიცოცხლოს ღმერთმა ?
მამა ლევანი, კასპის წმ გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური;
სოციალური ქსელი