9 აპრილი – ერის სულიერი მამის არ შესმენისა და უკუღმა, ეშმაკისეულად მოქცევის დღეა! – ალექსანდრე ყანთელაძე

9 აპრილი არის პატრიარქის ნათქვამის ,,დაკიდების” დღე… სამარცხვინო დღე საქართველოს ისტორიაში. დღე, ერის სულიერი მამის არ შესმენისა და უკუღმა, ეშმაკისეულად მოქცევისა!

დღე სილაჩრისა, რადგან იმ ,,კაცებმა”, რომლებმაც ხალხს მოუწოდეს,არ შეესმინათ პატრიარქის თხოვნა და იძახდნენ, აქედან ფეხს არ მოვიცვლითო, შეშინებული კურდღლებივით გაიქცნენ და ფეხქვეშ გათელეს და სასიკვდილოდ გაჭყლიტეს ქართველი გოგოები და ქალები.

იხილეთ სამედიცინო დასკვნები, ან ჰკითხეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. სამხედროთა ნიჩბით და მომწამვლელი გაზით, იმ ღამეს დაიღუპა 1%-ი … 99%-ი კი როგორც ზემოთ დავწერე,იმ ,,ვაჟკაცებმა” შეიწირეს, შეშინებულნი თავის საშველად რომ გარბოდნენ თავქუდმოგლეჯინლი… (არ ეხებათ რიგით ადამიანებს, ალალად გულანთებულებს, ჰელსინკის უღმერთოთა კავშირის და ცეერ-უს მიერ პირდაპირ და ირიბად მართული კგბ-ეს აგენტების მიერ (,,ეროვნული ლიდერები” რომ ერქვათ) მოტყუებულებს და წაქეზებულებს, რომლებიც მართლაც ვაჟკაცურად მოიქცნენ, ბოლომდე იქ იყვნენ, უპატრონეს მშიშარა ბრბოსგან დალეწილ, დაჭყლეტილ ქართველ გოგოებს და ქალებს)…

ალექსანდრე ყანთელაძე; სოციალური ქსელი