ეს ჩვენი ნაც-ქოც მხარდამჭერების ვერაფერი გამიგია! რა მოდგმაა ეს ხალხი? – დემურ გიორხელიძე

ეს ჩვენი ნაც-ქოც მხარდამჭერების ვერაფერი გამიგია! რა მოდგმაა ეს ხალხი? ახლა, ჩემს კრიტიკულ შენიშვნაზე, რამდენიმე საცოდავმა
ქართველმა, რომელიც ისე უპატივცემულოდ ეპყრობა
საკუთარ თავს, რომ ”ქოცი” დაირქვა და თავისი სიგლახის
თავშესაფარად აქცია (არაფერს ვამბობ ”ნაცებზე” – მედლის მეორე მხარის აგრესიულ ისეთივე ნაწილზე. ისინი ამას ცოტა ადრე აკეთებდნენ),
კომენტარებში დაწერეს:

”ბატონო დემურ, თქვენ მე დამპალი მოქკავშირიდან მახსოვხართო” ?
შე ავ და კარგ გამოთაყვანებულო (-ებო!),
მოქკავშირთან არასდროს არაფერი შეხება მქონია,
არასდროს ვყოფილვარ მისი წევრი, –
მე როგორ გახსოვარ,
როცა ის არ გახსოვს, შენნაირი გამოთაყვანებულები
მოქკავშირის ლიდერებს, აშკარად გამოკვეთილ ლიდერებს და ხელმძღვანელებს, რომ მისდევდით და უმწიფარი ხალხი ხელისუფლებაში მოიყვანეთ, –
ესენია ჩვენი მხსნელებიო და
მე გახსოვართ?!
თქვენ გამოთაყვანდით თუ დაჩლუნგდით?!
რამ დაგაგლახავათ ასე, რამ გაგაფუჭათ ასე,
რამ დაგაკარგვინათ ღირსება ასე, თქვე საცოდავებო!
ე.ი. თქვენ ხელისუფლებას ირჩევთ, ნაგავში ზიხართ და,
თურმე, ჩემი ბრალია ეს ყველაფერი?!
ასე იცის ასაკოვანი ადამიანები რომ ჩამორჩებიან განვითთარებაში, განათლებაში, – უუნარონი რომ ხდებიან და სხვისი მონა და მსახური, – იოლად სამართავი მასა, რომელსაც მათი რჩეულები ნახირად მოიხსენიებენ!
p.s.
წინადადება შემომაქვს:
”ამ 30 წელიწადში ყველაფრის გამფუჭებელ-გამაოხრებელი დემურ გიორხელიძის გასამართლება მოეწყოს, – სახალხოდ და სანიმუშოდ!
საქართველო ერთხელ და სამუდამოდ უნდა განთავისუფლდეს ამ მთავარი დამნაშავისგან!
აი, მერე გაბრწყინდება გასაბრწყინებელი,
ხალხი ბედნიერად იცხოვრებს და ა.შ.” ?

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი