“ბერძენიშვილების და ფიმფამფოების ბოდვას ნუ მოუსმენთ!…იამაყეთ სტალინით!…- ფრანგს ვერ გაულანძღავ ნაპოლეონს, ბერძენს მაკედონელს…”

მამუკა ბაინდურაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

ვაკვირდები სტალინის ირგვლივ ატეხილ ხმაურს და ასეთი გრძნობა მრჩება – იშვიათი გამონაკლისის გარდა, გულის გულში არც არავის სძულს! უბრალოდ ადამიანურად, შეფარულად აპროტესტებენ იმას რომ, ისეთი მომთავრებული სამყარო ვერ დაგვიტოვა, რომ ჩვენ ამ დღეში არ ვიყოთ ახლა! მესმის ძვირფასებო, მაგრამ ის ხომ ადამიანი იყო, ის ხომ ღმერთი არ ყოფილა??? ის ხომ ჩვენისთანების მფარველი იყო, ჩვენი დამჩაგვრელების რისხვა! გლეხის აღმზევებელი, მუშის მძიმე ყოფის დამფასებელი! ერთი გორელი, სემინარიელი ბიჭი, უდიდესი ქვეყნის სათავეში, საიდან დაიწყო და სად გავიდა??

აქ მხოლოდ ერთი პასუხია–ღვთაებრივი! დედამიწის ზურგზე ვერცერთმა სულიერმა ვერ შეძლო თუნდაც დრობით ეშმაკი ტახტიდან ჩამოეგდო, კვერთხი წაერთმია და რქები დაელეწა! რაც მან შეძლო–სასწაულის და ზღაპრის სფეროა! დღეს ჩვენ წესიერ ადამიანს–კომპლექსიანს ვეძახით, ხოლო საქვეყნოდ ცნობილი მწერალი, რომელიც კავშირს ესტუმრა, დასავლეთს უთხრა–მე ვნახე ახალი საზოგადოება და ეს იმ გენიოსის დამსახურებააო!

უცოდველი ოდენ უფალია, სტალინსაც ექნებოდა ნაკლი და ეს ბუნებრივია, მაგრამ მან ადამიანისგან მოითხოვა ადამიანი ყოფილიყო, კაცობრიობისგან მოითხოვა გონებაზე მოსულიყო!
იყო მკაცრი, იყო ულმობელიც, იმ ეპოქისთვის სხვა წამალი არ არსებობდა და როგორც უწესო მოზარდს ისე ჩაავლო ყურში მსოფლიოს და ოროსნობისა და უწესობისთვის შიშისა და მოკრძალების კუთხეში დააყენა- გორელმა ბიჭმა!
ასე რომ იამაყეთ, ბერძენიშვილების და ფიმფამფოების ბოდვას ნუ მოუსმენთ! ფრანგს ვერ გაულანძღავ ნაპოლეონს, ბერძენს მაკედონელს, შუა აზიას თემურ ლანგს, არადა გორელ ბიჭს ყველა კიტელის ჯიბეში უზის, ამას ევროპელები ამბობენ, მე არ მომიგონია
იქნებ ჩემთვის წამგებიანიცაა ეს საუბარი, მაგრამ მე კაცობაზე მაქვს პრეტენზია, ხოლო ღმერთი ჩემთვის სამართლიანობიდან იწყება, რადგან უსამართლოს არც სიყვარული შეუძლია!!!!!!!!!!!!!
ერთი რუსი გენერალი ყვებოდა თურმე სტალინის სიკვდილის შემდეგ – საბუთზე ხელის მოსაწერად შევედი ბესარიონის ძესთან, გადაიკითხა და თვალით საწერ კალამს დაუწყო ძებნა, საწერკალამი, რომელიც მაგიდის შორ კუთხეში იდო თვითონ დაიძრა, გამოცურდა და ბესარიონის ძის თითებში მოექცა…
გ ო რ ე ლ ი ბ ი ჭ ი

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!